ქართული ეკლესიის წინამძღოლს საქართველოს გაერთიანების სწამს

Глава грузинской церкви, Каталикос, Патриарх Всея Грузии Илия II. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ეკლესიის წინამძღოლმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხუთშაბათს, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულის დღეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის ილოცა.

თბილისი, 14 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ქართული ეკლესიის წინამძღოლმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხუთშაბათს, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულის დღეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის ილოცა.

”საქართველო გაერთიანდება, დაგვიბრუნდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი და ჩვენ ერთად ბედნიერები ვიქნებით, და აფხაზებიც და ოსებით ბედნიერები იქნებიან ჩვენთან ერთად და ღმერთს ვევედრები, რომ ეს განსაცდელი დასრულდეს”, - განაცხადა ილია მეორემ მრევლისადმი მიმართვისას.

მან აღნიშნა, რომ სწორედ რწმენამ გადაარჩინა საქართველო ყველა განსაცდელის დროს და ეს ის ძალაა, რომელიც ხალხს იცავს.

ხუთშაბათს საქართველო მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ეს დღე ეძღვნება სასწაულმოქმედ უფლის კვართსა და სვეტი ცხოველს რომლებიც, გადმოცემის თანახმად, საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ინახება.

წელს დღესასწაული განსაკუთრებით საზეიმოდ აღინიშნება. ტაძრის ათას წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ დელეგაციები ექვსი ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიიდან: ბულგარეთიდან, იერუსალიმიდან, ელადიდან, რუმინეთიდან, ამერიკიდან და ალბანეთიდან. ათასი წლისთავი მცხეთაში აღინიშნება. იმართება სხვადასხვა ღონისძიებები.

საქართველოში პირველი ქრისტიანული IV საუკუნისდროინდელი ეკლესიის ადგილზე ტაძარი მცხეთის შუაგულში 1010-1029 წლებში ოსტატმა არსუკისძემ ააგო. იმ დროისთვის ასეთი ტაძრები უკვე იყო აშენებული კახეთში - ალავერდი და ქუთაისში - ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი მტრისგან არაერთხელ შეიმუსრა. მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია XV-XVII საუკუნეებში განხორციელდა. 

როგორც თქმულება გვამცნობს, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მცხეთის რაბინმა ელიოზმა იერუსალიმში მეომრებისგან უფლის კვართი შეიძინა, მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას სიდონიას უბოძა, რომელიც სიწმინდის ხელში აღებისთანავე გარდაიცვალა. მიცვალებულს კვართი ვერაფრით მოაშორეს და მასთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე დიდი კედარი გაიზარდა, რომელიც მცხეთის მცხოვრებლებმა წმინდად შერაცხეს და მას ეთაყვანებოდნენ, როგორც ღმერთს. 

როდესაც IV საუკუნეში საქართველოში წმინდა ნინო კაბადოკიელი შემოვიდა და მცხეთაში ქრისტიანობა იქადაგა, ხე მოჭრეს, რათა მის ადგილზე ხის ეკლესია აეგოთ. თუმცა მთავარი ძელი ადგილიდან ვერ დაძრეს. გარკვეული დროის შემდეგ მცხეთის მცხოვრებლებმა დაინახეს, როგორ გაბრწყინდა ძელი. მისგან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოედინებოდა. გაბრწყინებული ძელის წყალობით მრავალი ადამიანი სასწაულებრივად განიკურნა. 

საქართველოში პირველად ამ ადგილზე აშენდა ეკლესია თორმეტი ასურელი მამის პატივსაცემად, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში შესანიშნავ ტაძრად იქცა. ამგვარად აღმოჩნდა ეს დიდებული ეკლესია ქრისტეს დამარხული კვართის ადგილზე. ქართული ეკლესიის ყველა მთავარი საეკლესიო მოვლენა, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება სწორედ ამ ტაძარში ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0