თბილისი, 14 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მესამედ გახდა ბაბუა. ეს ინფორმაცია ხუთშაბათს სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთს” სომხეთის სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა არმენ არზუმანიანმა დაუდასტურა.
13 ოქტომბრის ღამეს პრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილი სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და დაიბადა ვაჟი, რომელსაც სერჟი დაარქვეს, აღნიშნულია პუბლიკაციაში.
დახლოებით ერთი თვის წინ სარგსიანის უფროსმა ქალიშვილმა ასევე ვაჟი გააჩინა, რომელსაც ბაბუის სახელი დაარქვეს. მას უკვე ჰყავდა ქალიშვილი მარიამი.