თბილისი, 13 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი უვიზო რეჟიმის შემოღებაში ქვეყნისთვის საშიშროებას ვერ ხედავს და არგუმენტის სახით იშველიებს იმას, რომ საქართველოში უვიზოდ მეზობელი რესპუბლიკების მოქალაქეები შემოდიან.
”არ მგონია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის საზღვრების გახსნაში რაიმე საფრთხეა. თუ მათგან ვინმეს ცუდი განზრახვა ამოქმედებს და მათ ჩვენი ქვეყნისთვის ზარალის მიყენება სურთ, მაშინ ისინი მოსკოვში აიღებენ ვიზას და ასე შეძლებენ საქართველოში მოხვედრას”, - განაცხადა ციხკარიშვილმა.
ოპოზიციის კრიტიკას უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თითიდან გამოწოვილი უწოდა.
”ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი მხოლოდ იმას ფიქრობს, პრეზიდენტის ინიციატივაზე რაიმე საპირისპირო განცხადება გააკეთოს. ეს ინიციატივა ერთიანი კავკასიური რეგიონის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია - ის ხელს უწყობს ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის მჭიდრო ურთიერთობებს და რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია”, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.