თბილისი, 13 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ოთხშაბათს სომხეთის სასაზღვრო სამსახურის სამმართველომ განცხადება სომხეთის ლორიის ოლქში სომხეთ-საქართველოს საზღვრის ხაზის გადატანის შესახებ უარყო.
გაზეთმა ”აიკაკან ჟამანაკ” (”სომხეთის დრო”) მანამდე განაცხადა, რომ საქართველოსთან სომხეთის ლორიის ოლქის სასაზღვრო რიგ სოფლებთან ქართულმა მხარემ რამდენიმე კვირის წინ ბლოკ-საგუშაგოები გახსნა, რის შედეგადაც რამდენიმე სომხური სოფელი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა.
”სომხეთ-საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო ხაზის არანაირ გადატანას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი მშვიდადაა. ყველა მსგავსი ტიპის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება”, - განაცხადეს სამმართველოში.