თბილისი, 13 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. პოპულარული სამხრეთკორეული ელექტრონიკის მწარმოებელი ფირმა Samsung საქართველოში მობილური ტელეფონების ქართველი მომხმარებლის უფლებების დაცვის სპეციალურ კამპანის იწყებს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” PR-კომპანია Smart Pencils-ში.
ახალი კამპანია უკვე მიმდინარე კვირიდან ამოქმედდება და ჩატარდება დევიზით ”მოითხოვე Samsung-ის ტელეფონი მხოლოდ ჰოლოგრამით”.
სპეციალური ჰოლოგრამის მეშვეობით მომხმარებელს მობილური ტელეფონის შეძენისას ორიგინალის ყალბისგან გარჩევის შესაძლებლობა გაუჩნდება.
Samsung Electronics-ის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოში თავისი პროდუქციის ოფიციალურ დილერებს.