თბილისი, 13 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. კვირის ბოლოს, 15-16 ოქტომბერს 84-ე პლენარულ სესიაზე ევროპული კომისია დემოკრატიისთვის სამართლის საშუალებით (ვენეციის კომისია) საქართველოში საკონსტიტუციო ვითარებას განიხილავს და დაამტკიცებს საკუთარ დასკვნას. განცხადებას ამის შესახებ განთავსებულია ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე.
სესიაზე ასევე განიხილება უკრაინის კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე სერბეთში შეკრებების თავისუფლების საკითხები.
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში სექტემბერში იმყოფებოდნენ, პარლამენტს თხოვნით მიმართა, დაელოდოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით ევროექსპერტების შეფასებებს, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება მზად და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს დოკუმენტი.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტი მაინც შეუდგა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიღებას მესამე მოსმენით. კენჭისყრა სამშაბათს იყო დაგეგმილი, მაგრამ შემდეგ პლენარულ სხდომამდე გადადო.