საქართველოში უკრაინელი პარლამენტარები ჩამოვიდნენ

© Александр ИмедашвилиТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უკრაინელი პარლამენტარების და ექსპერტების დელეგაცია ჩამოვიდა. ისინი საქართველოში განიხილავენ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხებს და საინვესტიციო საქმიანობის შესაძლებლობებს.

თბილისი, 13 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოში უკრაინელი პარლამენტარების და ექსპერტების დელეგაცია ჩამოვიდა. ისინი საქართველოში განიხილავენ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხებს და საინვესტიციო საქმიანობის შესაძლებლობებს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურში.

დელეგაციას ხელმძღვანელობს უკრაინის უმაღლესი რადის მრეწველობის და რეგულარული პოლიტიკის და მეწარმეობის კომიტეტის თავმჯდომარე ნატალია კოროლევსკაია.

დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან გიორგი ბარამიძესთან, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერთან და კომიტეტის თავმჯდომარეებთან, გაიმართება სამუშაო შეხვედრები საგარეო საქმეთა, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროებში.

ყველა ახალი ამბავი
0