19-21 ოქტომბერს ერევანში ევროპის საბჭოს ფორუმი გაიმართება

გამოწერა
ვროპის საბჭოს ფორუმი ”დემოკრატიის სახელით”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაღალი თანამდებობის ევროპელი ჩინოსნები, ერევანში 19-21 ოქტომბერს ჩატარდება, იუწყება ევროსაბჭოს საინფორმაციო ცენტრი სომხეთში.

თბილისი, 13 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ევროპის საბჭოს ფორუმი ”დემოკრატიის სახელით”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაღალი თანამდებობის ევროპელი ჩინოსნები, ერევანში 19-21 ოქტომბერს ჩატარდება, იუწყება ევროსაბჭოს საინფორმაციო ცენტრი სომხეთში.

”ფორუმის მსვლელობისას განიხილება ევროპაში დემოკრატიის პრინციპები და გამოწვევები. ევროპული დემოკრატიები ამჟამად მრავალრიცხოვან გამოწვევებს უპირისპირდება: პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის კრიზისი, პოლიტიკისადმი ინტერესის დაკარგვა და ეკონომიკური კრიზისის გავლენა - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც დემოკრატიას ემუქრება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

ფორუმში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტუბიერნ იაგლანდი, ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში ტომას ჰამარბერგი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი ჯონ პრესკოტი.

ევროსაბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის მიწვევით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 60 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია.

ევროსაბჭოს ფორუმი 2005 წელს გაიმართა ვაშინგტონში, 2006 წელს - მოსკოვში, 2007 წელს - სტოკჰოლმში, 2008 წელს - მადრიდში და 2009 წელს - კიევში. ფორუმების თემები იყო ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიტიკური პარტიების როლი, საარჩევნო სისტემები.

ყველა ახალი ამბავი
0