თბილისი, 12 ოქტომბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. სამშაბათს ნატოს სამხედრო -საჰაერო ძალების კუთვნილი ვერტმფრენი ავღანეთის აღმოსავლეთით აფეთქდა, სავარაუდოდ აფეთქება შიგნით ვერტმფრენში მოხდა, როდესაც ის მიწაზე იმყოფებოდა, იუწყება ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების პრეს-სამსახური.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით ათი - დაიჭრა. სულ ვერტმფრენის ბორტზე 26 ადამიანი იმყოფებოდა, ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო ”რია ნოვოსტის” განცხადებით, ინციდენტის რაიონი, რომლის ზუსტი კოორდინატები არ სახელდება, შემოღობილია ნატოს სამხედრო მოსამსახურეებით. აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.