შემოწმებამ საქართველოში ლატვიელი დიპლომატის ქმედებებში საეჭვო ვერაფერი გამოავლინა

გამოწერა
ლატვიურმა მხარემ საქართველოში თავისი საპატიო კონსულის ქმედებებში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. დიპლომატი სკანდალის გამო რამდენიმე თვის წინ ქვეყნიდან გაიწვიეს. ამის შესახებნინო კალანდაძემ ორშაბათს განაცხადა.

თბილისი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ლატვიურმა მხარემ საქართველოში თავისი საპატიო კონსულის ქმედებებში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. დიპლომატი სკანდალის გამო რამდენიმე თვის წინ ქვეყნიდან გაიწვიეს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე განაცხადა.

ამა წლის გაზაფხულზე ლატვიის საელჩო იუწყებოდა, რომ ლატვიამ საქართველოდან თავისი საპატიო კონსული გაიწვია. ამის წინ ლატვიურმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია კონსულის საქართველოში უკანონო საქმიანობის შესახებ, კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ კონსული ვიზებს ქრთამის სანაცვლოდ გასცემდა.

”ჩვენი ინფორმაციით, ლატვიამ გამოძიება ჩაატარა და კონსულის საქმიანობაში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა”, - განაცხადა კალანდაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს დიპლომატის მუშაობისადმი არანაირი პრეტენზია არ ჰქონია.

ყველა ახალი ამბავი
0