საქართველოს მთავრობა სამხრეთოსური კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის დახმარების მოცულობას გაზრდის

გამოწერა
სააკაშვილმა ქვეყნის მთავრობას კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების გაფართოება დაავალა და დასახლებული პუნქტების მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადასაჭრელად ათი დღე მისცა.

თბილისი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მთავრობას ცხინვალის რეგიონში, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების გაფართოება დაავალა და ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადასაჭრელად ათი დღე მისცა.

პრობლემა პრეზიდენტმა ორშაბათს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორთან ზურაბ არსოშვილთან განიხილა.

”ყველანაირი დახმარება უნდა გავწიოთ, რათა ადამიანებმა გამოიზამთრონ და თავი სოციალურად ბევრად დაცულად იგრძნონ”, - განაცხადა სააკაშვილმა და ყურადღება, კერძოდ, შეშის დარიგების აუცილებლობაზე გაამახვილა.

სააკაშვილის თქმით, ”საჭიროა ამ ადამიანების ჩართვა სხვადასხვა პროგრამებში, ყელა სფეროში, იქნება ეს განათლება თუ ჯანდაცვა”.

”განსაკუთრებული დახმარება უშუალოდ ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებიც მუდმივად სხვადასხვა პროვოკაციების მსხვერპლნი არიან”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0