აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თურქეთის დელეგაციასთან ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელა

გამოწერა
ორშაბათს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის და თურქეთის დელეგაციის შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი აჭარიდან.

 

ათუმი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, თამარ ქველაძე. ორშაბათს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის და თურქეთის დელეგაციის შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი აჭარიდან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

კერძოდ, მხარეებმა განიხილეს აჭარაში უცხო ენების ცენტრის გახსნა. ეს იქნება სასწავლო დაწესებულება, სადაც მსურველები ნებისმიერი უცხო ენის შესწავლას შეძლებენ. ამ საკითხის განხილვაში შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეობა მიიღო აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ.

მხარეებმა ასევე განიხილეს მაღალმთიანი აჭარის რაიონებში სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციის დასრულების სტადიაში მყოფი ქართულ-თურქული პროექტი. პროექტის ფარგლებში პოლიკნინიკები თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით აღიჭურვება. თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს ფონდ ”თიკას” წარმომადგენლის რესულ დურმაზის განცხადებით, ეს პროექტი 2 თვის განმავლობაში დასრულდება.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ახალ ერთობლივ პროექტზე, რომელიც გონიოს ციხესიმაგრის და აჭარაში თურქული აბანოების აღდგენას ითვალისწინებს, რისი მიზანიც ტურიზმის განვითარებაა და საავტომობილო გზა ”მარადიდი-მაჭახელას” რეაბილიტაციის პერსპექტივაზე.

როგორც რესულ დურმაზმა პრესისთვის მიცემულ კომენტარებში აღნიშნა, შეხვედრა ვარშალომიძესთან მნიშვნელოვანი და შინაარსიანი იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0