თბილისი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. რუსეთის მოქალაქე მამუკა ბერულავა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევაში იყო ბრალდებული, 3 ათასი ლარის გადახდის შემდეგ თავდებით გაათავისუფლეს, იუწყება ორშაბათს სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახური.
სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს თანამშრომელთა მიერ გატარებული სასაზღვრო პოლიციური და საგამოძიებო–ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთი) შესვლის წესების დარღვევის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მამუკა ბერულავა 21 სექტემბერს დააკავეს.
ეს დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 23 სექტემბერს სასამართლომ ბერულავას გირაოთი გათავისუფლება მიუსაჯა.