თბილისი, 8 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დასავლეთ საქართველოში, ფოთი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ უბანზე, სოფელ ჭალადიდთან 1,5 კილოგრამი ტროტილი არმოაჩინეს, იუწყება პარასკევს ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.
სიგნალი საეჭვო საგანზე სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ საღამოს ადგილობრივი მოსახლეობისგან მიიღეს. მოძრაობა რკინიგზაზე დაახლოებით სამი საათი იყო გადაკეტილი. საშიში ნივთიერების გაუვნებელყოფის და მაგისტრალის დამატებითი შემოწმების შემდეგ მატარებლების მოძრაობა აღდგა.
საქართველოს შსს-ს ოფიციალური კომენმტარი არ გაუკეთებია.