სამინისტროს დიასპორის საკითხებში ყველა ქვეყანაში წარმომადგენლები ეყოლება

გამოწერა
ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საქართველოს სამინისტროს დიასპორის საკითხებში უცხოეთის თითოეულ სახელმწიფოში საკუთარი სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება.

 

თბილისი, 7 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საქართველოს სამინისტროს დიასპორის საკითხებში უცხოეთის თითოეულ სახელმწიფოში საკუთარი სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ დიასპორის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ხუთშაბათს.

”ეს ბრძანებულება აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ჩვენი დიასპორა. ამით ჩვენ შევძლებთ საქართველოს განვითარებაში მის აქტიურ ჩართვას კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით”, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება სამინისტროს წარმომადგენლების საქართველოში დანიშვნას არ ზღუდავს, სამინისტრო ამ თანამდებობების შეთავაზებას დიასპორის წარმომადგენლებისთვის აპირებს. 

კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა, თავის მხრივ, პრეზიდენტის ამ ბრძანებულებას მთავრობასა და დიასპორებს შორის თანამშრომლობაში კარდინალური ცვლილებები უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ორ მიმართულებას ვარაუდობს: თანამშრომლობას კულტურულ სფეროში და დიასპორების პოლიტიკურ მნიშვნელობას.

”ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური წარმომადგენლები იქნებიან და უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ ვითარებაში, როდესაც ადამიანი ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და სამინისტროს მიერ იქნება დანიშნული, ის უფრო ეფექტურად განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას”, - განაცხადა წიკლაურმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0