თბილისი, 7 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ხუთშაბათს თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ესტონეთის მინისტრი რეგიონულ საკითხებში სიიმ კისლერი, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში.
ვიზიტის ფარგლებში სიიმ კისლერი შეხვდება თავის ქართველ კოლეგას რამაზ ნიკოლაიშვილა.
მინისტრები გააფორმებენ მემორანდუმს ორმხრივი რეგიონული თანამშრომლობის შესახებ.