საქართველო უსამძიმრებს უნგრეთს ეკოლოგიურ კატასტროფასთან დაკავშირებით - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთში ეკოლოგიურ კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელმაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

 

თბილისი, 6 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთში ეკოლოგიურ კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელმაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” საგარეო საქმეთა სამინისტროში ოთხშაბათს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ”გამოხატავს სამძიმარს უნგრელი ხალხისა და კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახების მიმართ”.

 

ორშაბათს, ბუდაპეშტიდან 160 კილომეტრში ალუმინის მსხვილ საწარმოში Ajkai Timfoldgyar Zrt მოხდა აფეთქება, რომელმაც დააზიანა ტოქსიკური რეზერვუარი. მაშველების მონაცემებით, აფეთქების შემდეგ რეზერვუარიდან დაახლოებით 600-700 ათასი კუბომეტრი ნარჩენები გადმოიღვარა.

შემთხვევის მსხვერპლია ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი წლის ბავშვი. შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება, დაშავდა დაახლოებით 120 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0