ნოღაიდელი ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებს ხვდება

Брюссель  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, აცნობეს ოთხშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ნოღაიდელის პარტიის პრეს-სამსახურში.

თბილისი, 6 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, აცნობეს ოთხშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ნოღაიდელის პარტიის პრეს-სამსახურში.

ოთხშაბათს ნოღაიდელი შეხვდა ევროკომისიის წარმომადგენლებს, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების საკითხები და მათი მოგვარების გზები განიხილეს.

”შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში კონფლიქტების განახლება დაუშვებელია. ასევე განიხილეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ვაჭრობის შემოღების საკითხი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი მოლაპარაკებების პროცესის ახალ ეტაპზე გადაყვანაა”, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ზურაბ ნოღაიდელი ერთ-ერთი იმ ქართველ პოლიტიკოსთაგანია, რომლებიც, თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალური გაწყვეტის ფონზე, ბოლო დროს რუსეთთან კავშირის მოგვარებას ცდილობენ.

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ იმყოფებოდა მოსკოვში, შეხვდა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს. მისი ქმედებები თბილისში მკაცრად გააკრიტიკეს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენლებმა.

ყველა ახალი ამბავი
0