მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ექსტრემიზმის პრობლემას განიხილავს

გამოწერა
სესიის მუშაობის დაწყებამდე ექსპერტები შეთანხმდნენ იმ აზრზე, რომ ესპანელი პარლამენტარის პედრო აგრამუნტას ფონტ დე მორის მოხსენება ამ თემაზე დღის წესრიგი ერთ–ერთი ცენტრალური მოხსენება იქნება.

სტრასბურგი, 5 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საშემოდგომო სესიაზე საბჭოს ქვეყნებში ექსტრემიზმის პრობლემას განიხილავს.

 

სესიის მუშაობის დაწყებამდე ექსპერტები შეთანხმდნენ იმ აზრზე, რომ ესპანელი პარლამენტარის პედრო აგრამუნტას ფონტ დე მორის მოხსენება ამ თემაზე დღის წესრიგი ერთ–ერთი ცენტრალური  მოხსენება იქნება.

თავის დოკუმენტში დე მორა აღიარებს, რომ ექსტრემიზმის პრობლემა საერთოევროპულია და არ მიეკუთვნება რომელიმე ცალკეულ ქვეყანას.

ის შეშფოთებას გამოტქვემს „ევროპაში ექსტრემიზმის ზოგიერთი ფორმის გამოვლინებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპის ქვეყნებში მოქმედი უფლებების და თავისუფლების სისტემის ნიღბით გამოიყენება მიზნების მისაღწევად, ხოლო უარეს შემთხვევებში, ემსახურება ძალადობის გამართელბას და მის პროპაგანდასაც კი“.

ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეის მომხსენებლის აზრით, „ექსტრემიზმის ამ ფორმებს შორის ყველაზე მეტ შეშფოთებას იწვევს რასიზმი და ქსენოფობია“, იუწყება „რია ნოვოსტი“.

დე მორი შეშფოთებას  გამოთქვამს იმ ფაქტით, რომ ამ დრომდე საბჭოს 47 ქვეყანაში არ არსებობს „ექსტრემიზმის“ ერთიანი განმარტება. ამასთან დაკავშირებით, ის მოუწოდებს ევროპულ თანამეგობრობას, ყურადღება გაამახვილოს ამ ნაკლოვანებაზე და აღმოფხვრას ის უახლოეს მომავალში,

ესპანელი პარლამენტარი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს აღინიშნება რასობრივი შეუწყნარებლობის ზრდა განსაკუთრებით ისლამოფობიის.

ის გეგმავს, განიხილოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების შესაძლებლობა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტების შემთხვევაში.

გარდა ამისა, დე მორა სთხოვს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროსაბჭოს კომისარს ტომას ჰამარბერგს, „მეტი ყურადღება მიაქციოს ექსტრემიზის ყველა ფორმას, განსაკუთების კი ისლამოფობიას“.

ასევე იგეგმება, რომ მოხსენება ექსტრემიზმის საკითხზე ასამბლეაში წარდგენილი იქნება სამშაბათს დღის პირველ ნახევარში. განხილვის დასრულებისთანავე გაიმართება კენჭისყრა დოკუმენტის რეზოლუციის საკითხზე.

ყველა ახალი ამბავი
0