თბილისი, 4 ოქტომბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ციცია მამულაშვილი. 5-10 ოქტომბერს აშშ-ში საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში წლიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
საქართველოს დელეგაციას მოლაპარაკებებზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უხელმძღვანელებს, ამერიკულს კი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი წარმოადგენს. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობას მიიღეებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი.
კალანდაძემ აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შექმნილის ოთხი სამუშაო ჯგუფი - უსაფრთხოების მიმართულებით, დემოკრატიის გამვითარების, ეკონომიკისა და ვაჭრობის და საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებით. სხდომაზე შეჯამდება განხორციელებული სამუშაო და განისაზღვრება სამომავლო გეგმები.
საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას ხელი 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში მოეწერა.