თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ენგურის ნაპირზე, სოფელ ორსანტიასთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ნაღმი აღმოაჩინა, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს ბოლო დროს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ნაპოვნი მესამე მსგავსი აღმოჩენაა.
ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ.
საქართველოს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს ტელეარხის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.