ევროკავშირის მისია ”დემარკაციასთან” დაკავშირებული ვითარების კონტროლირებას განაგრძობს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რუსული მხრიდან რამდენიმე სოფელში ”საზღვრების დემარკაციის სამუშაოებთან” დაკავშირებით თბილისთან უთანხმოება გამოთქვა.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რუსული ჯარის მხრიდან საქართველოს კონფლიქტური ზონის რამდენიმე სოფელში ”საზღვრების დემარკაციის სამუშაოებთან” დაკავშირებით  თბილისთან უთანხმოება გამოთქვა. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძერმ ორშაბათს ბრიფინგზე.

”მისიამ სამუშაოები მხოლოდ ერთ სოფელში ჩაატარა და დაადასტურა, რომ სოფელ დიცში დემარკაციის სამუშაოები მიმდინარეობს... მისია აზომვით სამუშაოებს სხვა სოფლებშიც აგრძელებს”, - განაცხადა კალანდაძემ.

კალანდაძემ აღნიშნა, რომ ”მისიას არ უარყვია ქართული მხარის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და ის საქართველოს მხრიდან გაკეთებულ შეფასებას ეთანხმება”.

გასული კვირის ბოლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა განცხადება, რომ ”29 სექტემბერს, შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში - ქვემო ნიქოზში, ზემო ნიქოზში, დიცში, არბოსა და კორდში "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" თაობაზე  გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ სოფლებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ჯგუფები გააგზავნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან და აღნიშნული ადგილები მოინახულეს”.

”ამ დროისათვის დიცში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს სადამკვირვებლო ჯგუფებმა მიწაში ჩამაგრებული 4 თვითნაკეთი ფოლადის ნიშნული აღმოაჩინეს, მაგრამ ვერ შეძლეს "სადემარკაციო" საქმიანობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების პოვნა სხვა ადგილებში. სიტუაცია კვლავ მისიის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მისია აღნიშნავს, რომ ”თუ დადასტურდა, რომ ეს არის ცალმხრივ დემარკაციაზე მიმართული პოლიტიკის ნაწილი, აღნიშნული ქმედებები მიუღებელი იქნება, რადგან ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

ყველა ახალი ამბავი
0