საქართველო ნატოში კრიტერიუმების შესაბამისობის შემთხვევაში შევა - აპატურაი

გამოწერა
საქართველოს რეფორმირების გაგრძელება მოუწევს, სანამ ის ნატოში შეძლებს შესვლას, მაგრამ ალიანსის კარი ქვეყნისთვის ღიაა, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს რეფორმირების გაგრძელება მოუწევს, სანამ ის ნატოში შეძლებს შესვლას, მაგრამ ალიანსის კარი ქვეყნისთვის ღიაა, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.

აპატურაიმა აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები არავის გაუუქმებია და, შესაბამისად, საქართველო უნდა პასუხობდეს სტანდარტებს, რომლებსაც ნატოს წევრების წინაშე წარადგენენ.

”ჩვენ საყოველთაოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, ალიანსის წევრთა რიცხვში შევიდეს, მაგრამ მას გრძელი გზა უდევს და ეს ასევე რეფორმირების გზაა”, - განაცხადა აპატურაიმ ვიდეოხიდის ”მოსკოვი-ბრიუსელი” მსვლელობისას, რომლის ორგანიზატორიც სააგენტო ”რია ნოვოსტია”.

აპატურაის განცხადებით, თუ ”საქართველოს ისტებლიშმენტი რეფორმირების მხარდაჭერას გააგრძელებს, საქართველოში გაიხსნება სპეციალური ოფისი, რომელიც ამ პროცესის შემსუბუქებას დაეხმარება”.

გასულ კვირაში თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელმაც ნატოს პოზიცია პერსპექტივაში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ დაადასტურა.

ყველა ახალი ამბავი
0