თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სომეხი სამხედრო მოსამსახურე, 18 წლის სამველ ხაჩატრიანი ერთ-სერთ სამხედრო ნაწილში ჩამოხრჩობილი იპოვეს, იუწყება სომხეთის თანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის სამმართველო.
”3 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 19.00 საათზე, სამხედრო ნაწილის №- ყაზარმის სარდაფში აღმოჩენილია ჩამოხრჩობილი 18 წლის რიგითი, ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურე სამველ ხაჩატრიანი”, - აღნიშნულია განცხადებაში.
13 სექტემბრიდან რიგითი ხაჩატრიანი ქვედანაყოფის შემადგენლობაში ბანაკის შეკრებებში მონაწილეობდა.
მიმდინარეობს გამოძიება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარის დეტალებს მოგვიანებით წარმოადგენენ, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთი”.