სოხუმში შეშფოთებულები არიან ეკვადორში მომხდარი მოვლენებით და პრეზიდენტს კორეას უჭერენ მხარს

გამოწერა
კვირას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა ”ეკვადორში სახელმწიფო გადატრიალების და რესპუბლიკის პრეზიდენტის რაფაელ კორეას დამხობის მცდელობასთან” დაკავშირებით.

 

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. კვირას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა ”ეკვადორში სახელმწიფო გადატრიალების და რესპუბლიკის პრეზიდენტის რაფაელ კორეას დამხობის მცდელობასთან” დაკავშირებით.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ეკვადორის პრეზიდენტს და ხელმძღვანელობას სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს. ეკვადორში ხუთშაბათს სამხედრო მოსამსახურეების და პოლიციელების მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. არეულობის დროს, რომელიც ეკვადორის ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც გადატრიალების მცდელობა, უკანასკნელი მონაცემებით, ათი ადამიანი დაიღუპა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ არსებულ ვითარებაში ”გამოავლინა სიბრძნე და კანონიერი და დემოკრატიული მეთოდებით ვითარების ნორმალიზება შეძლო და შეძლო, არ დაეშვა შემდგომი სისხლისღვრა”.

”ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეკვადორელი ხალხი, პრეზიდენტ კორეას მეთაურობით, რომელმაც თავისუფალი და დამოუკიდებელი განვითარების გზა აირჩია, ღირსეულად გადალახავს ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს და ქვეყანაში დემოკრატიას შეინარჩუნებს”, - აღნიშნულია სოხუმის განცხადებაში.

ეკვადორი არ მიეკუთვნება იმ ქვენების რიცხვს, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. რუსეთის ქმედებებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების თაობაზე მხარი დაუჭირეს მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ.

 

ყველა ახალი ამბავი
0