საქართველოს შსს რუსულ ჯარს ”პროვოკაციულ ქმედებებში” ადანაშაულებს

გამოწერა
საქართველოს შსს რუსულ ჯარს პროვოკაციულ და უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში, რომელიც სადემარკაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით გავრცელდა.

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს შსს რუსულ ჯარს პროვოკაციულ და უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან სადემარკაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით გავრცელდა.

გუშინ საქართველოს შსს–მ განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს" ატარებენ სამხრეთოსური კონფლიქტის ზონაში და ამავდროულად, აფართოებენ კონტროლირებად ტერიტორიას. განცხადების თანახმად, „დემარკაცია“ მიმდინარეობს სოფლებში – ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი. ასევე აღნიშნულია, რომ რუსული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორია ამგვარად მინიმუმ 30 ჰექტარით გაიზარდა.

ხუთშაბათს განცხადება შსს-ს ვებ-გვერდზე შეცვლილი სახითაა გამოქვეყნებული.

”2010 წლის 29 სექტემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა შიდა ქართლში უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" ჩატარება დაიწყეს. ოკუპანტების ეს ქმედება აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და კიდევ უფრო ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები" მნიშნელოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის, წყლის მიწოდებას”, - აცხადებს შსს.

ყველა ახალი ამბავი
0