რაჭაში რთველი დაიწყო

გამოწერა
ამ კვირაში რაჭაში რთველი დაიწყო, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.

თბილისი, 29 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ამ კვირაში რაჭაში რთველი დაიწყო, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.

”წელს ”ალექსანდროულის” ჯიშის ყურძენზე უპრეცედენტოდ მაღალი ფასებია ისევე, როგორც რაჭაში არსებულ თეთრი ყურძნის ჯიშებზე. ვვარაუდობთ, რომ წელს რაჭველი მევენახეები, გასულ წელთან შედარებით, მინიმუმ, ორმაგ შემოსავალს მიიღებენ”, - განაცხადა კვეზერელმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე შესაძლებელია კახეთის რთველის შედეგების შეჯამება, სადაც პროდუქციის 90% უკვე გადამუშავებულია.

”ამ დროისთვის ”საფერავის” ჯიშის 13 ათასზე მეტი ტონა და 5,9 ათასი ტონა ”საფერავი” უკვე დაბინავებულია და გადამუშავებულია ქარხნებში. გარდა ამისა, პროდუქტიული გამოყენებისთვის კახეთიდან დაახლოებით 30 ათასი ტონა ”რქაწითელი” და დაახლოებით 3 ათასი ტონა ”საფერავი” გავიდა”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი
0