თბილისი, 29 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. 3-4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სომხეთს ეწვევა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” საქართველოს საგარეოპოლიტიკური უწყების პრეს-სამსახურში ოთხშაბათს.
”ერევანში ვიზიტის მსვლელობისას მხარეები ორმხრივი ურთიერთობების შესახებ იმსჯელებენ”, - აღნიშნეს სამინისტროში.
დანარჩენი დეტალები და ვიზიტის პროგრამა ამ ეტაპზე არ ხმოვანდება.
სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთის” ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ შეთანხმება გასულ კვირაში ნიუ-იორკში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე იქნა მიღწეული.
”შეხვედრისას განიხილეს სომხურ-ქართული ურთიერთობების მრავალრიცხოვანი საკითხები. დიალოგის გაგრძელების მიზნით ოქტომბრის დასაწყისში გრიგოლ ვაშაძე სომხეთში ჩამოვა”, - აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.