ერევანი, 26 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. სომხეთის შეიარაღებული ძალების რიგითი უბედური შემთხევვის გამო დაიღუპა. შემთხვევა შაბათს სასაზღვრო ზონის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ნაწილის ერთ–ერთ საბრძოლო საგუშაგოზე მოხდა, იუწყება კვირას სააგენტო „ახალი ამბები – სომხეთი“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთბის სამმართველოზე დაყრდნობით.
„წინასწარი მონაცემების თანახმად, ვადიანი სამხედრო სამსახურის რიგითმა, 1991 წელს დაბადებულმა არტურ მხითარიანმა მიიღო სასიკვდილო ცეცხლსასროლი ჭრილობა, იარაღთან მოპყრობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.