თბილისი, 23 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების აღდგენის წინადადებით გამოვიდა, რომლის მოქმედებაც რუსულმა მხარემ 2007 წელს შეაჩერა და განაცხადა რუსეთის და ნატოს ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლო შექმნის შესახებ, იუწყება სააგენტო ”ფრანს პრესი”.
”ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმის გააზრებას, რომ განვაგრძოთ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირება მანამ, სანამ მომავალ წელს შევუდგებით შეთანხმების მოდერნიზაციას”, - განაცხადა კლინტონმა ოთხშაბათს ნიუ-იორკში ნატო-რუსეთის საბჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
ვროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ჩვეულებრივი შეიარაღების ხუთი კატეგორიის და ტექნიკის შეზღუდვას - ტანკების, საბრძოლო ჯავშანმანქანების, 100 მილიმეტრზე მეტი კალიბრის არტილერიას, საბრძოლო თვითმფრინავებს და სადამრტყმელო ვერტმფრენებს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას და ფართო საინსპექციო საქმიანობას. 2007 წლის დეკემბერში რუსეთმა ცალმხრივი მორატორიუმი გამოაცხადა შეთანხმების შესრულებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პარტნიორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები.
სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო რუსეთისა და ნატოს ურთიერთობას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხში.
”ნატოსა და რუსეთის გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შემუშავდეს მოდელები რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის ერთობლივი სისტემისთვის”, - კლინტონის სიტყვების ციტირებას ახდენს სააგენტო ”როიტერი”.
ორშაბათს, ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ივო დაალდერმა განაცხადა, რომ ნატოს შეუძლია შესთავაზოს რუსეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, მონაწილეობა მიიღონ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხზე დიალოგში.
გარდა ამისა, კლინტონმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე შეხვედრის დროს მოხერხდება გარგვეული ნაბიჯების გადადგმა რუსეთი-ნატოს სამიტის მომზადების საკითხში, რომლის გამართვაც რასმუსენის ინიციატივით ლისაბონში, 19-20 ნოემებრს ნატოს სამიტის დროს არის შესაძლებელი.