მოსკოვი, 23 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ფინანსური მომსახურების გაწევის აკრძალვას, თუ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ეს ოპერაციები კავშირშია ირანის ბირთვულ საქმინობასთან ურთიერთობაში. შესაბამისი დოკუმენტი კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნული ზომები მოიცავს აკრძალვას ასევე დაზღვევის და გადაზღვევის მომსახურებაზე. გარდა ამისა, განკარგულებით იკრძალება ნებისმიერი ოპერაციები აქტივებით ან რესურსებით, რომელიც მედბარეობს ან აღმოჩნდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზ და დაკავშირებული იქნება ირანის ბირთვულ პროგრამასთან.
კრემლის ზომები ვრცელდება არა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, არამედ იურიდიულზე. კერძოდ, შეზღუდვები შეეხო ირანის სამრეწველო კომპლექსებს და შეიარაღების წარმოებისა და აღჭურვილობის შესყიდვის ჯგუფებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ბირთვული კვლევებისა და ბირთვული საწარმოების დანადგარებზე, იუწყება ”რია ნოვოსტი”.
იურიდიულ პირთა შეზღუდვების სიაში მოხვდნენ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მიაწვდიან აღჭურვილობას ირანის სარაკეტო პროგრამისთვის ან დაკავშირებულია ირანულ ბანკთან ”მელლატი”. უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე ”მელლატი” შუამდგომლობდა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების გარიგებებს, რომლებიც ირანულ ბირთვულ და თავდაცვით სტრუქტურებს უკავშირდება.
შეზღუდვები ასევე შეეხო რიგ კომპანიებს, რომლებიც ირანის თავდაცვითი წარმოების ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან ან შედიან ირანის აეროკოსმიური წარმოების ორგანიზაციის შემადგელობაში, ასევე თანამედროვე სამეწარმეო ტექნოლოგიების კომპანიაზე.
გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ ირანის სამხედრო ტექნიკური და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და კომპანიები, რომლებიც ეკუთვნის ისლამის რევოლუციის დაცვის კორპუსს - ირანის შეიარაღებული ძალების ელიტარული ქვედანაყოფი.
გაეროს უშიშროების საბჭომ 9 ივნისს მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ირანთან მიმართებაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ეს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული მეოთხე რეზოლუციაა, რადგანაც თეირანს არა აქვს სურვილი, შეასრულოს საერთაშორისო მოთხოვნები და განმარტოს რიგი კითხვები ირანის ატომური პროგრამის თაობაზე. აშშ-მა და ევროკავშირმა ისლამურ რესპუბლიკასთან მიმართებაში ცალმხრივი წესით შემოიღეს დამატებითი შემზღუდველი ზომები. ამერიკული სანქციები, ძირითადად, ირანის ნავთობის და გაზის სექტორს ეხება, ასევე ირანულ კომპანიებს, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან სარაკეტო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები. რუსეთმა და კორეის სახალხო რესპუბლიკამ მოლაპარაკებებში დასავლეთის პარტნიორების მოქმედებები დაგმეს.
2003 წლიდან საერთაშორისო შუამავლების ”ექვსეულის” (რუსეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია) ფარგლებში მსოფლიო საზოგადოების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ”ექვსეული” მაგატესთან ერთად ირანისგან ურანის გამდიდრების მიზნით სამუშაოების შეწყვეტის მიღწევას ცდილობს, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბირთვული არგავრცელების რეჟიმს .
ირანის მოლაპარაკებები ”ექვსეულთან” 2009 წელს, მას შემდეგ შეწყდა, რაც ნოემბერში მაგატეს მმართველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელმაც დაგმო ირანის ქმედება ურანის გასამდიდრებელი მეორე ქარხნის მშენებლობის გამო.
ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ვითარება კვლავ მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2010 წლის 11 თებერვალს ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ თეირანმა 20%-მდე გამდიდრებული ურანის პირველი პარტია შეიმუშავა და ურანის გამდიდრების უფრო მაღალი ხარისხით წარმოებისთვის პოტენციალი გააჩნია.
9 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ეს მეოთხე რეზოლუციაა, რომელიც უშიშროების საბჭომ მიიღო თეირანის სურვილის არქონის გამო, შეასრულოს საერთაშორისო მოთხოვნები და განმარტოს რიგი საკითხები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, მათ შორის მისი სამხედრო შემადგენლობის თვალსაზრისით.
აშშ-მა და ევროკავშირმა ისლამური რესპუბლიკის მიმართ დამატებითი შემზღუდავი ზომები შემოიღეს. ამერიკული სანქციები, ძირითადად, ირანის ნავთობის და გაზის სექტორს ეხება, ასევე ირანულ კომპანიებს, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან სარაკეტო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები. რუსეთმა და კორეის სახალხო რესპუბლიკამ მოლაპარაკებებში დასავლეთის პარტნიორების მოქმედებები დაგმეს.
სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის და ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს იაპონია და სამხრეთ კორეა შეუერთდნენ, რომელთა სანქციებიც ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. სეულმა და ტოკიომ ასევე შეზღუდეს სავალუტო ოპერაციები ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ, რომელთაც ურთიერთობა აქვთ ირანის ბირთვულ პროგრამასთან.