თბილისი, 23 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. საქართველომ და უკრაინამ გააფორმეს მემორანდუმი საბაჟო მომსახურეობის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა იგორ კალეტნიკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ, განუცხადეს „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს ფინანსთა სამინისტროში.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საბაჟო სამსახურებს შორის ინფორმაციების გაცვლა მოხდება რეალური დროის რეჟიმში.
2010 წლის იანვარ–ივლისში უკრაინა მესამე ადგილზეა საქართველოსთან სავაჭრო პარტნიორებს შორის. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ უკრაინასთან 340,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 25%–ით მეტია ვიდრე 2009 წლის იანვარ–ივლისში.