ხანტი–მანსიისკში ქართველ მოჭადრაკეთა გამარჯვებით სვლა გრძელდება

გამოწერა
ამჟამინდელი საერთაშორისო ტურნირი ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი გამოდგა მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით – 159 მამაკაცთა და 119 ქალთა ნაკრები გუნდები.

 

თბილისი, 23 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. რუსეთის ფედერაციის ხანტიმანსიისკის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში გრძელდება 39– მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელზეც, ქართველ მოჭადრაკეთა გამარჯვებებბის სერია გრძელდება.

 

ამჟამინდელი საერთაშორისო ტურნირი ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი გამოდგა მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით – 159 მამაკაცთა და 119 ქალთა ნაკრები გუნდები.

 

მეორე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩერნოგორიის ნაკრებს ანგარიშით 3,5:0,5 სძლია. იოვანა ვოინოვიჩმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა ლელა ჯავახიშვილთან, ხოლო დანარჩენ პარტიებში ქართველები უფრო ძლიერები აღმოჩნდნე: სალომე მელიამ ალექსანდრა მილოვეცი დაამარცხა, სოფიკო ხუხაშვილმა – მარია სტოინოვიჩი, ბელა ხოტენაშვილმა კი – ლიდია ბლაგოევიჩი.

 

პირველ ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ოლიმპიურ ტიტულს მაკედონიის ნაკრების მოჭადრაკეებთან იცავდა. ქართველმა მოჭადრაკეებმა, რომლებიც მე–4 სარეიტინგო ადგილს იკავებენ, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ოთხივე პარტიაში.

მამაკაცთა ნაკრებმა კვლავ აბსოლუტურ შედეგს მიაღწია სინგაპურის გუნდთან შეხვედრაში – 4:0. ბაადურ ჯობავამ ჟონგომ ჟანგს სძლია, მერაბ გაგუნაშვილმა – დანიელ ფერნანდესს, მიხეილ მჭედლიშვილმა – ტიმოტი ჩან ვეი უსუანს, თამაზ გელაშვილმა – ტერი ჩუა ენგ იუანიას.

პირველ ტურში მამაკაცთა ტურნირში ქართველმა მოჭადრაკეებმა, რომლებსაც მე–20 სარეიტინგო ადგილი უკავიათ, ასევე ოთხივე პარტიაში მოიპოვეს გამარჯვება ტაილანდის წარმომადგენლებთან.

ოლიმპიადის მონაწილეებს 9 ტური დარჩათ სათამაშო. 26 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს ტურნირის მონაწილეები ისვენებენ.

გამარჯვებულებისა პრიზიორების დაჯილდოება 3 ოქტომბერს შედგება.

ქართველ მოჭადრაკეთა გუნდები შემდეგი შემადგენლობით გამოდიან.

ქალებინანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, სოფო ხუხაშვილი, ბელა ხოტენაშვილი (კაპიტანი ნინო გურიელი).

მამაკაცებიბაადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, ლევან ფანცულაია (კაპიტანი თამაზ გიორგაძე).

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიხვიჩა სუპატაშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელიგია გიორგაძე.

ხანტიმანსიისკის მსოფლიო ოლიმპიადამ სტუმართა რეკორდული რაოდენობა შეკრიბა: აქ ჩამოსულია 2,2 ათასი ტურნირის მონაწილემოჭადრაკეები, მწვრთნელები, მსაჯები.

ოლიმპიადის მთავარმა არბიტრმა სავა სტოისავლევიჩმა მანამდე, პირველ ტურში ფიგურების ფერებზე კენჭისყრა ჩაატარა, რომლის დროსაც მას დახმარებასცოცხალი ფიგურები“ –მეფეები და ლაზიერები უწევდნენ.

როგორცახალი ამბებისაქართველოსკორესპონდენტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე არის სპეციალური განყოფილება, სადაც მოხდება შერჩეული პარტიების კომენტირება პროგრამა Rybka 4 Aquarium მიერ, რომელიც ამჟამადმსოფლიო ჩემპიონიასაჭადრაკო პროგრამებს შორის. პარტიების კომენტარები წარმოდგენილი იქნება რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ეპანურ, იტალიურ ან ფრანგულ ენებზე.

ყოველ ტურში 16 შერჩეული პარტიის კომენტირება მოხდება რეალური დროის რეჟიმში, ხოლო ტურის დასრულებიდან 20 საათის განმავლობაში კიდევ 100 პარტია კომენტარით დაიდება საიტზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0