თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობა მეხუთე დღეა, 17 წლის გიგა ელიზბარაშვილს ეძებს, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.
მოზარდი ბოლოს იმავე სოფელში რთველში ნახეს, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.