საქართველოს მესაზღვრეების მიერ დაკავებული რუსეთის მოქალაქე გირაოს შეტანის საფუძველზე გაათავისუფლეს

გამოწერა
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მამუკა ბერულავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით, იუწყება სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახური.

თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მამუკა ბერულავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით. 22 სექტემბერს, ბრალდებულ ბერულავას ფოთის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლის ბრძანებით აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს თანხის სრულ დაფარვამდე აღნიშნულ პიროვნებას შეეფარდა პატიმრობა ორი თვის ვადით, იუწყება სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახური.

რუსეთის  ფედერაციის მოქალაქე მამუკა ბერულავა სასაზღვრო პოლიციის II სამმართველოს თანამშრომელთა მიერ გატარებული სასაზღვრო პოლიციური და საგამოძიებო–ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთი) შესვლის წესების დარღვევის ფაქტზე, 21 სექტემბერს დააკავეს, აღნიშნავს პრეს-სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0