თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. 27 სექტემბერს ბათუმის პორტში ბრიტანული საკრუიზო ხომალდი “Spirit of Adventure” შემოვა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტში.
”ბრიტანული საკრუიზო ხომალდი ბათუმის პორტში რეგულარულად შემოდის. ამჯერად ხომალდზე 350-მდე ტურისტი, ძირითადად დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მოქალაქეები არიან”, - აღნიშნეს დეპარტამენტში.
”ტურისტები მოინახულებენ აჭარის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხესა და ქალქის მუზეუმებს. სპეციალურად მათთვის გაიმართება ფოლკლორული შოუ”, - განაცხადეს დეპარტამენტში.
ბათუმში უცხოელ ტურისტებს ადგილობრივი ტურისტული კომპანია “AB visit Adjara” მოემსახურება.