თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში ”ნორმალური ურთიერთობების” ჩამოყალიბებს შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მსოფლიო ლიდერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს კორესპონდენტს სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურში.
სააკაშვილი აშშ-ში კვირის დასწყისში გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
”მწამს, რომ ერთ დღეს ჩვენ შევძლებთ ვაწარმოოთ ნორმალური და პროდუქტული საუბარი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ”ხალხს შეეძლო ეფიქრა ჩვენს რეგიონში, რომ არსებობდა არჩევანი მხოლოდ ელცინის ტიპის ქაოსსა და პუტინის სტილის წესრიგს შორის. საქართველომ აჩვენა, რომ შესაძლებელია არსებობდეს სხვა გზა”.