კიევში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ჩატარდება - საელჩო

გამოწერა
23 სექტემბერს კიევში, უკრაინაში საქართველოს საელჩოს შენობაში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ჩატარდება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საელჩოს პრეს-სამსახურში.

თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 23 სექტემბერს კიევში, უკრაინაში საქართველოს საელჩოს შენობაში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ჩატარდება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საელჩოს პრეს-სამსახურში.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ორივე ქვეყნის ბიზნეს-წრეების, ხელისუფლების წარმომადგენლები, სულ - დაახლოებით 150 მონაწილე.

”ფორუმის მიზანი საქართველოში უკრაინული ინვესტიციების მოზიდვაა”, - აღნიშნეს პრეს-სამსახურში.

სექტემბერის დასაწყისში თბილისში, ქვეყნის საგარეოპოლიტიკური უწყების ინიციატივით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამდღიანი შეხვედრა ჩატარდა, სადაც ელჩებმა მიიღეს დავალება, ხელი შეუწყონ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. 

მთავრობის მონაცემებით, 2010 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადმა 197 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,1%-ით მაღალია და 160%-ით მაღალია მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე.

ყველა ახალი ამბავი
0