თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. სასაზღვრო პოლიციის მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად რუსეთის მოქალაქე მამუკა ბერულავა დააკავეს, იუწყება ოთხშაბათს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახური.
მამუკა ბერულავა მესაზღვრეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში შესვლის წესების დარღვევის გამო დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მიხედვით - ”უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით”.
ეს დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.