თბილისი, 21 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ეკა ჯავახია. 25 სექტემბერს დუშეთის რაიონში გაიმართება სახალხო ზეიმი „დუშეთობა“.
როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს დუშეთის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჯანაშვილმა განუცხადა, ადგილზე მიმდინარეობს აქტიური მზადება ღონისძიებებისთვის, რომლებიც სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება.
„დღესასწაულის „დუშეთობას“ აღნიშვნის დროს ჩვენ ვგეგმავთ ბევრი სხვადასხვა ღონისძიების გამართვას, მათ შორის კულტურული და სპორტული ღონისძიებების. მაგალითად, ჩენი რეგიონის ყველა ადმინისტრაციული ერთეული თავიანთ ექსპონატებს წარმოადგენენ ეთნოგრაფიულ გამოფენაზე“, – აღნიშნა ჯანაშვილმა.
მისი თქმით, გარდა ამისა, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის – ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოფენა–გაყიდვა.
„დუშეთობის“ დღესასწაულის მოსაწვევები დაგზავნილია პრაქტიკულად ყველა სამთავრობო უწყებაში. 25 სექტემბერს აქ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას ელიან.
ჯანაშვილის ინფორმაციით, დღესასწაულის დროს იგეგმება რამდენიმე ობიექტის გახსნა, მათ შორის ჟინვალის სპორტული დარბაზის და დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის.
„დუშეთობაში“ მონაწილეობის მისაღებად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე გაუგზავნა ოფიციალური მოსაწვევები საქართველოში აკრედიებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან მცხეთა–მთიანეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი და დუშეთის რაიონის ადმინისტრაცია.