თბილისი, 21 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ალექსანდრე იმედაშვილი. 21 სექტემბერს საღამოს ვერის პარკში მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა – მისი მონაწილეები, სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები გამვლელებს ურიგებდნენ ბუკლეტებს სახელწოდებით „მშვიდობა ღიმილით იწყება“ და მათ სთხოვდნენ, სპეციალურ პლაკატებზე გამოეხატად მშვიდობის თავიანთი ხედვა და გაგება.
შემდეგ აქციის მონაწილე ჯგუფები გაიყვნენ და პარკის ბილიკებზე პლაკატებით გაიარეს, ამავდროულად ისინი მოუწოდებდნენ ვერის პარკის სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენე თბილისის სტუმრები, ტურისტები, დაეტოვებინათ პლაკატებზე თავიანთი მოსაზრება მშვიდობის შესახებ.
„მშვიდობა – ცხოვრებაა!“, „მშვიდობა – თავისუფლებაა!“, „მშვიდობა – სიყვარულია!“, „დემოკრატია და იმედი!“, „მიეცით მშვიდობას შანსი!“, „ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ!“, „მშვიდობა – მომავალია, ის აუცილებლობაა!“, „მშვიდობა – სწორი გზაა!“, „მშვიდობა – ნორმაა!“, – ათობით ამგვარი წარწერა დატოვეს პარკის სტუმრებმა და გამვლელებმა პლაკატებზე.
„აქციის მთავარი მიზანია – მივიზიდოთ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზდობის ყურადღება მშვიდობის მსოფლიო დღისადმი. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს ნებისმიერი მშვიდობიანი ინიციატივის განვითარებას, ჩვენ გვსურს, რომ ჩვე გვქონდეს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განუცხადა „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს აქციის ორგანიზატორმა, კონფლიქტებსა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) დირექტორმა გიორგი ხუციშვილმა.
„ამ აქციის მსვლელობისას ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ მშვიდობის თავისებური ხედვა. დღეს ჩვენ გვქონდა ერთსაათიანი გადაცემა რადიოში, სადაც ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ქართველ ახალგაზრდებს შორის, თუ როგორ ხედავენ ისინი მშიდობას. გადაცემაში ბევრმა ადამიანმა დარეკა და მათ უიმედობა გამოთქვეს, მათ არ სჯეროდათ, რომ შესაძლებელია მშვიდობის დამყრაება“, – გულდაწყვეტით აღნიშნა ხუციშვილმა.
„გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდობა კი იმედოვნებს მშვიდობას და მიისწრაფის მისკენ, თუმცა, მშვიდობის გაგება მათთვის არის ვიწრო და ინდივიდუალური. სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება, რომ მშვიდობა იყოს მყარი და ეს უფრო ფართო მცნებაა. აუცილებელია, რომ ადამიანები იყვნენ სოლიდარულები, რათა ყველა მშვიდობისმყოფელმა ერთმანეთს შორის კავშირი იგრძნოს“, – განაცხადა ცენტრის დირექტორმა.
„ჩვენს აქციაში მონაწილეობას იღებენ სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ესენი არიან მოხალისეები, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ჩვენს პროექტში მონაწილეობია მიღებაზე“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
1982 წელს საკუთარ რეზოლუციაში გაერომ 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ (International Day of Peace) გამოაცხადა, როგორც ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობაზე უარის თქმის დღე. ამ დღიდან ზეიმმა მილიონობით ხალხი ჩართო ამ დღის აღნიშვნაში და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და რეგიონი მოიცვა. ის მიმართულია იმაზე რომ აიძულოს ადამიანები, არა მარტო დაფიქრდნენ მშვიდობაზე, არამედ რაიმე გააკეთონ მისთვის.
გაერო მშვიდობის მსოფლიო დღის აღნიშვნას იყენებს ყურადღების გასამახვილებლად მშვიდობის მხარდაჭერის საქმეში თავისი მრავარფეროვანი საქმიანობის მიმართ, ასევე რათა გააღვიძოს ცალკეულ ადამინებში, ჯგუფებში და საზოგადოებებში მთელ პლანეტაზე მშვიდობის პრობლემის გააზრება, ინფორმაციის გაცვლა და საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილებით მისი მიღწევა.