მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დათხოვნის აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

გამოწერა
ამჟამად, მოლდავური კანონმდებლობის თანახმად, გიმპუმ უნდა დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი არჩევნების თარიღი დანიშნოს.

კიშინევი, 21 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. სამშაბათს გამართულ სხდომაზე მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2009 წლის 10 ნოემბერს, შემდეგ კი, განმეორებით 7 დეკემბერს რესპუბლიკის პრეზიდენტის არარჩევა წარმოადგენს ვითარებას, რომელიც ამართლებს პარლამენტის დათხოვნას, იუწყება ”რია ნოვოსტი”.

როგორც სხდომის შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ  დმიტრი პულბერემ განაცხადა, მოლდავეთის კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ”თუ განმეორებითი არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი არ არის არჩეული, მოქმედი პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს და ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღს ნიშნავს”.

პარლამენტის დათხოვნის შუამდგომლობით მოლდავეთის საკონტიტუციო სასამართლოს ქვეყნის პრეზიდენტის დროებითმა მოვალების შემსრულებელმა მიხაი გიმპუმ მიმართა. ამის მიზეზი გახდა პრეზიდენტის არჩევნების ფორმის რეფერენდუმის ჩაგდება. მოლადევთში უკვე წელიწადზე მეტია არ არის კანონით არჩეული პრეზიდენტი, მის მოვალეობას დროებით პარლამენტის სპიკერი მიხაი გიმპუ ასრულებს.

ამჟამინდელი კანონით სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტი ირჩევს, ხოლო, მისი ამჟამინდელი შემადგენლობით ვერცერთი კანდიდატურა ვერ აგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას. რეფერენდუმზე გატანილი იყო საკითხი იმის შესახებ, არჩეული იქნას პრეზიდენტი პარლამენტის მიერ, თუ საერთო სახალხო კენჭისყრით. რეფერენდუმზე არ გამოცხადდდა ამომრჩეველთა საჭირო რაოდენობა.

ამჟამად, მოლდავური კანონმდებლობის თანახმად, გიმპუმ უნდა დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი არჩევნების თარიღი დანიშნოს.

პოლიტიკური სიტუაცია მოლდავეთში ვერ დალაგდა 2009 წლის გაზაფხულის შემდეგ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 2009 წლის 5 აპრილს გაიმართა და რომელზეც გამარჯვება კომუნისტურმა პარტიამ მოიპოვა, კიშინევში მასობრივი არეულობები დაიწყო. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის შენობებზე შეტევა განახორციელეს.

მოქმედი ხელისუფლება ოპოზიციასთან დათმობაზე წავიდა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლა ჩაატარა, თუმცა, ამ პროცესს არსებითად არ შეუცვლია ძალთა გადანაწილება პარლამენტში.

ამასთნავე, საკანონდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას დიდხანს არ უმუშავია პარლამენტში. ოპოზიციურმა პარტიებმა ორჯერ ჩაშალეს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების საკითხზე კენჭისყრა და პარლამენტი დათხოვნილი იქნა. მოლდავეთის პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა ჩამოყალიბებულია 2009 წლის 29 ივლისს ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შედეგების თანახმად. 

ახალი პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის ორი მცდელობა (10 ნოემბერი და 7 დეკემბერი), რომელშიც კანდიდატად გამოდიოდა დემოკრატიული პარტიის ლიდერი მარიან ლუპუ, უშედეგოდ დასრულდა, ლუპუს რვა ხმა დააკლდა. მას ხმა საპარლამენტო უმრავლესობამ მისცა, თუმცა, ამჟამინდელ პარლამენტში ის წარმოდგენილია ლიბერალურ-დემოკრატიული კოალიციით. კომუნისტებმა ორჯერვე ერთიანად დატოვეს სხდომათა დარბაზი და კენჭისყრის პროცესის იგნორირება მოახდინეს.

ყველა ახალი ამბავი
0