რთველი საქართველოში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

გამოწერა
წელს საქართველოში 87 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ვარაუდობენ, განაცხადა სამშაბათს პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

 

თბილისი, 21 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. წელს საქართველოში 87 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ვარაუდობენ, განაცხადა სამშაბათს პრესკონფერენციაზე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

”მიმდინარე წელს 87 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით, მოსახლეობისგან მოსავლის 45% უკვე შესყიდულია”, - აღნიშნა პრეს-სპიკერმა. მისი თქმით, რთველი განსაკუთრებული აჟიოტაჟის გარეშე მიმდინარეობს და ყურძნის შესყიდვაზე ”პრაქტიკულად, ყველა ქარხანა მობილიზებულია”.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური შტაბი გურჯაანის რაიონულ ცენტრშია განთავსებული, რომელიც რთველის პროცესს კოორდინაციას უწევს. მან მუშაობა 7 სექტემბრიდან დაიწყო.

სამინისტროს მონაცემებით, რთველის სუბსიდირებისთვის გათვალისწინებული საერთო თანხა, რომელსაც მოსახლეობა ღვინის ქარხნებში, ყურძნის ჩაბარებისას მიიღებს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

 

მიმდინარე წელს „საფერავის“ ჯიშის ყურძნის ფასი კილოგრამში 60 თეთრს შეადგენს, ხოლო „რქაწითელის“ – 40 თეთრს. ამასთან, „რქაწითელზე“ 25 თეთრს საწარმო გადაიხდის, ხოლო 15 თეთრი –სახელმწიფო სუბსიდირების ფარგლებში გაიცემა. რაც შეეხება „საფერავს“, აქ სუბსიდია 20 თეთრს შეადგენს საწარმოს მიერ გადახდილი 40 თეთრის წინააღმდეგ. 

 

2009 წელს მევენახეობის დ მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობამ საერთო ჯამში 35 მლნ ლარზე მეტი გამოყო. თეთრ ყურძენზე, „რქაწითელის“ყოველ კილოგრამზე დანამატი 15 თეთრს შეადგენდა. წითელ „საფერავზე“ კი – 25 თეთრს.

სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მოსავალი 2007 წელს მოვიდა, როდესაც ქვეყანაში 227 ტონა ყურძენი დაიკრიფა. 2006 წელს მოსავალმა 163 ტონა შეადგინა. ყველაზე მცირემოსავლიანი წელიწადი 2008 წელი აღმოჩნდა – 130 ათასი ტონა. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 180 000 ტონა შეადგინა.


 

ყველა ახალი ამბავი
0