ბაქო, 20 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. უახლოეს დროში შესაძლებელია შედგეს ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის ვიზიტი აზერბაიჯანში, იუწყება ირანული მედია.
სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანის” განცხადებით, ბაქოში, ირანის საელჩოში ვიზიტის შესაძლებლობა დაადასტურეს, თუმცა, ზუსტი თარიღი არ მიუთითებიათ.
ამასთანავე, ირანული მედიის განცხადებით, დადასტურებულია, აზერბაიჯანში ირანის თავდაცვის მინისტრის აჰმად ვაჰიდის ვიზიტის თარიღი, რომელიც 11 ოქტომბერს არის დანიშნული.
ორდღიანი ვიზიტის მიზანია ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფართოება. ქვეყნები უკვე თანამშრომლობენ ერთმანეთთან თავდაცვის სფეროში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც ხელი 2006 წელს ბაქოში, ირანის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დროს მოეწერა.