თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. საქართველოს მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ქართველად მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს - ასეთი შედეგი აჩვენა ყოველკვირეული გაზეთ ”კვირის პალიტრის” გამოკითხვამ 586 რესპონდენტს შორის.
კითხვაზე, ”ვინ არის ქართველებს შორის ყველაზე პოპულარული მსოფლიოში?” გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა - ”სააკაშვილი” და საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე მაღალი ქულები მისცა - 7,31.
მეორე ადგილი 6,2 ქულით საოპერო მომღერალმა და ფონდ ”იავნანას” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ დაიკავა. მესამე ადგილი 5,7 ქულით საქართველოს ექს-პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს უჭირავს.
მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილები რეიტინგში, შესაბამისად, გადანაწილდა ცნობილ ფეხბურთელ კახა კალაძეს (4,36 ქულა), პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს (4,3 ქულა) და ქართული წარმოშობის ბრიტანელ მომღერალ ქეთი მელუას (3,07) შორის გადანაწილდა.
ბოლო - მეშვიდე და მერვე ადგილები საოპერო მომღერალმა ნინო სურგულაძემ (2,73 ქულა) და კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა (2,33 ქულა) დაიკავეს.