თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. დაკავებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ბოლნისის საკრებულოს სოციალური აგენტი ბესო ნავერიანი, რომელიც ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი, იუწყება ორშაბათს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახური.
ბესო ნავერიანს ბრალად ედება ბოლნისის რაიონის მცხოვრებლებისთვის 60 ლარის გამოძალვა სოციალურად დაუცველი ოჯახების სიაში შეტანისთვის.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში ნავერიანს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.