დაკავებულია თბილისის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელი - პროკურატურა

გამოწერა
კერესელიძე ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან მოქალაქე არტურ სიმონიანს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსზე მძღოლად მუშაობის დასაწყებად გარკვეული თანხა მოისთხოვა.

თბილისი, 17 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ნატალია სმოლნიკოვა. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა შპსთბილისის სატრანსპორტო კომპანიისმოძრავი შემადგენლობის პერმანენტული კონტროლის განყოფილების წამყვანი ინსპექტორი ავთანდილ კერესელიძე დააკავეს, იუწყება პარასკევს თბილისის პროკურატურა.

 

კერესელიძე ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან მოქალაქე არტურ სიმონიანს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსზე მძღოლად მუშაობის დასაწყებად გარკვეული თანხა მოისთხოვა.

აღიარებით ჩვენებაში ავთანდილ კერესელიძემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ თავად მიჰყვებოდა სიმონიანს შპსთბილისის სატრანსპორტო კომპანიაში”, უზრუნველყოფდა მის სამსახურში მიღებას, ხოლო შემდგომ ასწავლიდა მას ფარულად როგორ დაუფლებოდათბილისის სატრანსპორტო კომპანიისკუთვნილ დიზელის საწვავს, რათა მოეხდინა მისი უკანონო რეალიზაცია.

აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221- მუხლის მესამე ნაწილით - კომერციული მოსყიდვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0