თბილისი, 17 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 17 სექტემბერიდან ლიტვის საელჩომ საქართველოში განახლებული ვებ-გვერდი წარმოადგინა, რომელშიც ლიტვურ და ინგლისურ ვერსიებს ქართული ვერსიაც დაემატა (http://ge.mfa.lt или www.litva.ge).
”საელჩო უკვე არაერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ინფორმაცია შენგენის ვიზების მიღების შესახებ”, - განაცხადა ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას მასლაუსკასმა, აღნიშნულია ვებ-გვერდზე.
განახლებული ვებ–გვერდის ქართული გვერდი ფოკუსირებულია პირველ რიგში საკონსულო ინფორმაციაზე. სტუმრებს ეძლევათ საშუალება, შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა მარტივად და სწრაფად, აღნიშნავს საელჩო თავის განცხადებაში.
”საელჩო იმედოვნებს, რომ ეს სიახლე გახდის საკონსულო განყოფილების მუშაობას უფრო ეფექტურს და შესაბამისად, გაიზრდება საქართველოს მოქალაქეების მსურველების რაოდენობა, რომლებიც აირჩევენ განაცხადის შევსების ელექტრონულ ვერსიას”, - იუწყება საელჩო.
”ლიტვის საელჩო საქართველოში ერთადერთი ლიტვური დიპლომატიური წარმომადგენლობაა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც გააჩნია სავიზო განაცხადის შევსების ელექტრონული სისტემა KIRIS. ამ სისტემის წყალობით საელჩოში სავიზო განაცხადების 90 პროცენტი ივსება ელექტრონულად”, - აღნიშნულია განცხადებაში.
განახლებული ვებ-გვერდი ასევე გვთავაზობს ახალ ორ განყოფილებას - ”ქართულ-ლიტვური ურთიერთობები” და განყოფილება მეწარმეებისთვის რეგულარულად განახლებადი ინფორმაციებით.