ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის წევრები საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად არ შემოუშვეს, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსი დეპუტატების ვიზიტების გამო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორდღიანი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 16–17 სექტემბერს იმართება, თბილისში 50–ზე მეტი უცხოელი წარმომადგენელი ჩამოვიდა.
ოპერატორი – დემურ კონჯარია NEWSGEORGIA / ახალი ამბები – საქართველო