ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - დაცვის უფროსი

გამოწერა
კომისიის სხდომაზე პირველი პრეზიდენტის დაცვის უფროსმა რობინზონ მარგველანმა ზვიად გამსახურდიას დაღუპვის თავისი ვერსია წარმოადგინა და ამ ფაქტთან დაკავშირებულ რიგ დეტალებზე ისაუბრა.

თბილისი, 16 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ეკა საათაშვილი. საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - ამის შესახებ ხუთშაბათს, 16 სექტემბერს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე  მისი დაცვის უფროსმა რობინზონ მარგველანმა განაცხადა, იუწყებაახალი ამბები - საქართველოსკორესპონდენტი.

კომისიის სხდომაზე პირველი პრეზიდენტის დაცვის უფროსმა რობინზონ მარგველანმა ზვიად გამსახურდიას დაღუპვის თავისი ვერსია წარმოადგინა და ამ ფაქტთან დაკავშირებულ რიგ დეტალებზე ისაუბრა.

 

მარგველანის განცხადებით, თავის მოკვლის გადაწყვეტილებამდე პირველი პრეზიდენტი მიიყვანა იმ გარემოებამ, რომელშიც ის უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, კერძოდ, ”პრეზიდენტი გამსახურდია სიღარიბესა და დევნილობაში ცხოვრობდა და მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუუარესდა”.

იმ ღამით, როდესაც პრეზიდენტი დაიღუპა, მე მის გვერდით ოთახში ვიმყოფებოდი. სროლის ხმაზე მაშინვე შევედი პრეზიდენტთან. ოთახში ის მარტო იყო, მას მხოლოდ ერთი ჭრილობა ქონდა თავში და ხელში იარაღი ეჭირა”, - განაცხადა მარგველანმა და დასძინა, რომ ის ვერსია, თითქოს ვიღაც შევიდა მის ოთახში და მოკლა პრეზიდენტი, თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, პრაქტიკულად არარეალურია.

მარგველანის ჩვენებებს კატეგორიულად არ ეთანხმება კომისიის თავმჯდომარე, პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, რომ მარგველანის ჩვენება არ შეესაბამება პროკურატურისთვის მიცემულ წინა ჩვენებებს.

მარგველანის წინა ჩვენება, ასევე ექსპერტების დასკვნა და შეგროვილი დოკუმენტაცია ურთიერთსაწინააღმდეგოზე მეტყველებენ”, - აღნიშნა გამსახურდიამ.

პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების დეტალების შემსწავლელი კომისია აგრძელებს მუშაობას, განხილული იქნება მიღებული ინფორმაცია და უახლოეს დროში კომისია საკუთარ დასკვნებს გამოაქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0